რა მტკიცებულებები გააქრა 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარი მოსწავლის დაჭრის საქმიდან - ინტერვიუ დავით ფერაძესთან

06 Dec 2019 21:14

ინფორმაცია, 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე, რასაც მოსწავლის დაჭრა მოყვა, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით გავრცელდა მედიაში. განცხადება პირველად სააგენტო „მხარემ“ გაავრცელა. მოგვიანებით, ამ ფაქტს პსც-ს ხელმძღვანელი კიევიდან გამოეხამურა. განცხადება გაავრცელა ასევე მანდატურის სამსახურმა. პსც მომხდარზე პასუხისმგებლობას სკოლის ხელმაძღვანელობას და სამინისტოს აკისრებს. 


დავით ფერაძე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი:


_ინციდენტი მოხდა  სასწავლო პროცესის დროს.  ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები იყვნენ უყურადღებოდ. ამას მოყვა საწავლო პროცესის ჩაშლა ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სკოლის წესდების მიხედვით და არა ვინმეს სურვილით მომხდარზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს! და ასევე მანდატურს. მაგ. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-9 მუხლით მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან, ხოლო  დირექცია, რომელიც წარმოადგენს სკოლას ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე; მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით; მე-20 მუხლით, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება. ამავე კანონის მე-40 მუხლით სკოლის დირექტორი ან მოვალეობის შემსრულებელი ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცეს. ე.წ. დირეექტორი მხრიდან დარღვეულია კანონის ყველა ეს მოთხოვნა და მეტიც, იგი დანაშაულს დანაშაულზე უმატებს და მომხდარს ხუმრობა ეძახის.


პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი: საქმიდან გააქრეს დაჭრილის ქურთუკი,  სადაც არის დანის რამდენიმე ნაჭდევი, მტკიცებულების სახით ამოიღეს მხოლოდ მაისური; მეორე; ე.წ. დირექტორს, როგორც თავად არაერთხელ განუცხადებია, განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო მფარველობს მანდატურის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელმაც მომხდარზე არასათანადო რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ჩვენ მომხდარი მივაწოდეთ მედია. 


_ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა?


_ ჯერ, ერთი, განათლების სისტემაში რაც ხდება, ზოგადად, მასზე პასუხისმეგებელია სამინისტრო. მაგრამ აქ სხვა, უფრო საყურადღებო შემდეგი: ე.წ დირექტორს მფარველობს ასევე სამინისტროს "მსხვილი ფეოდალი" დავით  ლომინაშვილი, რომლის გავლენის სფეროს წარმოადგენს ეს სკოლა ხოლო ე.წ. დირექტორის მოადგილე ლომინაშვილის ახლო ნათესავია და მის მიერ არის დანიშნული! მასთან ახლო პირადული ურთიერთობა აკავშირებს ასევე სამინისტროს ზონდერ წამალაშვილს იგივე „მორიელა ნოდარას“, რომელიც ხშირად ატარება ინსტრუქტაჟს დირექციაში და  ამას არც მალავს! სკოლას ყავდა წარმატებული კონტროლინგის მენეჯერი. ის უზრუნველყოფდა წესრიგს, მაგრამ  ლომინაშვილის პროტეჟემ გადართო საგაკვეთილო ცხრილის ოპერირებაზე და მოაშიშვლა დისციპლინის მიმართულება; ამას მოყვა ის, რომ ე: ე.წ დირექტორმა დაამკვიდრა ბულინგის განცდა -  მოსწავლეთა დაყოფა პრივილეგირებულ და მეორე ხარისხოვან მოსწავლეებად და  მთლიანად მოშალა დისციპლინა სკოლაში.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცივი იარაღით სკოლაში სიარული იშვიათი შემთხვევა არ არის და რომ ეს ფაქტები სკოლაში ყველამ იც ის მათ შორის მანდატურმაც მაგრამ ფარავენ! ერთადერთი, ვინც საინფორმაციო ვაკუუმშია ესაა  მინისტრი და გასაგებია, რატომაც: ამის მიზეზია სამინისტროში არსებული ხსენებული დაჯგუფება.  


სწორედ  ამიტომ, ჩვენ სამინისტროს რეაგირებას დაველოდებით. შემდეგ დავსახავთ მოქმედების, აქტიური ბრძოლის ფორმას. ვეცდები, მეც დროულად დავბრუნდე. არ გამოვრიცხავთ სამინისტროს პიკეტირებასაც  მასში ჩაბუდებული მაფიის წინააღმდეგ. 


_რაც შეეხება ეჭვმიტანილს -  რის საფუძველზე გაათავისუფლეს?


_მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ, ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე პირადად არ ვუჭერ მხარს, რომ ეს ბავშვი და საერთოდ არასრულწლოვანი უნდა დაისაჯოს. მკვლელობა და სხვა უმძიმესი დანაშაული თუ მოხდა, კიდევ ხო. მაგრამ, ის ბავშვი. მეტიც: ის ასევე დაზარალებულია ფსიქიურად და ამაში სკოლის ხელმძღვანელია დამნაშავე. როდესაც სკოლაში ამ იარაღით დადის მოსწავლე და დირექციას რეაგირება არ აქვს, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს ნორმაა, რომ ეს დასაშვებია. მე თქვენ გეტყვით, და სკოლის შინაგანაწესს გააცნობდა ვინმე ამ ბავშვს, რომელიც გულწრფელად მეცოდება. არავინ უშლიდა, არავინ აკონტროლებდა და რა ქნას? ხოდა, ახლა, რომ მივადგეთ და დავსაჯოთ, რას მივიღებთ? თან, არც ის ვიცით, რას განიცდის. განათლების სისტემა არ უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლის დასჯაზე, არამედ მის აღზრდაზე. და ამ ბავშვს ახლა დამშვიდება, დარიგება ესაჭიროება. და დასასჯელი ვინცაა ესაა დირექტორი. მან მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი საქმე რომ აქამდე მიიყვანა სამსახურებრივი უპასუხისმგებლობით და დაუდევრობით და ახლაც დანაშაულის გაგრძელებაში - მალავს მომხდარს.


კომენტარები:

ფართი შოპი