გიორგი ყიფშიძეს და ნატა გულიაშვილს რომანი აქვთ?

02 Aug 2017 19:02

თბილისში ბოლო დროს ნატა გულიაშვილის და გიორგი ყიფშიძის სიყვარულის შესახებ ალაპარაკდნენ. როგორც "რეიტინგს" სანდო წყარომ უამბო, წყვილს ხშირად ხედავენ სხვადასხვა ბარებში. ჭორები ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, თავად ნატა გულიაშვილმა გაამყარა. სოციალურ ქსელში გიორგი ყიფშიძესთან ერთად გადაღებული პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა. "რეიტინგი" ნატას დაუკავშირდა:


- ნატა, რა ურთიერთობა გაქვს გიორგისთან?

- ჩვენ ვმეგობრობთ (იცინის). 

- თბილისში ჭორაობენ, რომ ბოლო დროს ხშირად დადიხართ ერთად, თქვენს სამსახურშიც ნახეს ერთხელ...

- გიორგის ვიცნობ წლებია. თეატრალურში გავიცანი. ჩემთანაც არის კარაოკეში ნამყოფი და ბარშიც ვიყავით, მაგრამ სხვა არაფერი არ ხდება. 


https://www.reitingi.ge/



კომენტარები:

ფართი შოპი