"სააკაშვილს თუ რამის ერთი ადგილი აქვს, ჩამოვიდეს და შეუერთდეს მომიტინგეებს"- ზურა ხაჩიძე

08 Dec 2019 03:47

"სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მან უნდა აგოს პასუხი, ასევე მისმა რეჟიმმა. თუ რამის ერთი ადგილი აქვს, ჩამოვიდეს და შეუერთდეს მომიტინგეებს. თუ დანაშაული არ მაქვს ჩადენილი, ჩამოვიდოდი და ჩავჯდებოდი ციხეში, ბოლოსდაბოლოს გამამართლებენ, თუ უდანაშაულო ვარ. ამის ბევრი მაგალითი არსებობს. მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, ის ახალგაზრდებს ელაპარაკება სისულელეებს, რათა გაამწვავონ მდგომარეობა. ქვეყნისთვის მთავარია სტაბილურობა. ქვეყნის პრობლემაა ოკუპაცია, მაგრამ ეს დიპლომატებმა უნდა გადაწყვიტონ. პროტესტსაც თავის ფორმა აქვს, ქართველი კაცი შარვალს იმ დროს არ იხდის, როცა რაიმეს აპროტესტებს. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია, დაპყრობილი აქვს ჩვენი საზღვრები, მაგრამ მხარეების ურთიერთშეთანხმებას სჭირდება მაგიდასთან დიალოგი. მადლობა ჩვენს დიპლომატებს, მათი დამსახურებითაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ერთი გასროლა არ ყოფილა."

წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი