"ივანიშვილმა რეალობასთან დაკარგა ბმა" - თინათინ ბოკუჩავა

12 Dec 2019 14:53

"გაგიჟდნენ, ჩვეულებრივად გაგიჟდნენ, რომ პარლამენტის დარბაზიდან ყრიან დეპუტატებს და ჟურნალისტებს, ივანიშვილი გაგიჟდა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ კომიტეტზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ჟურნალისტებს და დეპუტატებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.


„ივანიშვილმა რეალობასთან დაკარგა ბმა. ჩამოშლილია ეს რეჟიმი, დასრულებულია ეს რეჟიმი და ამ დასასრულს ჩვენ აუცილებლად, თქვენთან, ჟურნალისტებთან და ხალხთან ერთდ გავაფორმებთ. ახლა ეს უსუსური და სამარცხვინო თავმჯდომარედ წოდებული ანრი ოხანაშვილი არის გაფითრებული“, - განაცადა ბოკუჩავამ.


კომენტარები:

ფართი შოპი