"დარბაზში წარმოუდგებლად საზიზღარი სუნი დადგა. "კოსტუმაფარებული" დავდიოდი. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ როგორც ამბობენ, ორი ქალბატონი იყო ოპოზიციიდან და ეჭვი მაქვს მხრიდან მოხდა აღნიშნული ქმედება."- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ტელეიმედთან ჩართვისას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი.
მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შემოვიდა, რომელმაც გარკვეული ნივთიერება დაასხა.
"ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შემოიტანა და დარბაზში დაასხა. ამას ექნება უმკაცრესი რეაგირება. თავმჯდომარეს ვთხოვ, გამოცხადდეს შესვენება,"- განაცხადა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს" წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდნენ. უცნობია მომხდარი ინციდენტი მათ უკავშირდებათ თუ არა.
ამ წუთებში სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია.