11 გამონათქვამი, რომელიც უნდა გაიხსენო, როცა დანებებას აპირებთ

14 Dec 2019 05:48

არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ ეყოთ ძალა საკუთარი გზით ევლოთ და ახლა სხვა არაფერი დარჩენიათ,  უარყოფით გამოცდილებას გვიზიარებენ. გვარწმუნებენ, რომ არც ჩვენ გამოგვივა, რომ სჯობს ისევ სხვებს გავყვეთ, გაუკვალავში სიარულს. არასდროს ენდოთ მათ, ვინც გზიდან მოტრიალდნენ, მათ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ.  უკეთესია მოვუსმინოთ მათ, ვინც დანიშნულების პუნქტამდე მივიდა, წარმატების მწვერვალს მიაღწია… იმიტომ კიარა, რომ იქ ასული დაენახათ, არამედ იმიტომ რომ იქედან დაენახა მსოფლიო. როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერი ცუდადაა და ხელის ჩაქნევას აპირებთ მათი სიტყვები გაიხსენეთ:


  1. დიად სულებს ყოველთვის უწევდათ საშუალო გონების სასტიკ წინააღმდეგობასთან შეჯახება. ამ უკანასკნელს არ შეუძლია გაუგოს ადამიანს, რომელიც უარს აცხადებს ბრმად მოუდრიკოს ქედი საყოველთაოდ აღიარებულ მცდარ მოსაზრებებს და არჩევს საკუთარი მოსაზრებების თამამად და გაბედულად გამოხატვას – ალბერტ აინშტაინი
  2. საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს – დოსტოევსკი
  3. თუკი ჯოჯოხეთს გადიხარ, სვლა განაგრძე – ჩერჩილი
  4. ამ სამყაროს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სულელები დარწმუნებულნი არიან თავის თავში, ჭკვიანებს კი მუდამ ეჭვი ეპარებათ – ბერტრან რასელი
  5. როდესაც სხვები ამბობდნენ – ,,რატომ?” მე ვამბობდი – ,,რატომაც არა?” – პაბლო პიკასო
  6. ამბობენ, შეცდომებზე სწავლობო, ჰოდა, მაცადეთ, შემეშალოს – ჯიმ მორისონი
  7. ამქვეყნად ბევრი ადამიანია, ვინც გეტყვის რომ ვერ შეძლებ! ამ დროს უბრალოდ უნდა მიუბრუნდე და უთხრა – მიყურე!
  8. ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან, ბოლოს იმარჯვებ – მაჰათმა განდი
  9. თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა – მარტინ ლუთერ კინგი
  10. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ახლოს იყვნენ მიზანთან ისინი, ვინც დანებდნენ – თომას ედისონი
  11. იშრომე მანამ, სანამ კერპები მეტოქეებად არ იქცევიან!

და ბოლოს… გახსოვთ ის ბიჭი, რომელიც დანებდა? არც სხვებს ახსოვთ! სამაგიეროდ ახსოვთ ისინი, ვინც არ დანებდნენ

 

ჩვენ სულიერ სიმხნევეს გისურვებთ და ბოლომდე ბრძოლას!


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი