14 დეკემბერს, ნაძალადევის მედიათეკაში გაიხსნება გამოფენა - "დღესასწაულები ძველ თბილისში"

14 Dec 2019 06:28

14 დეკემბერს, 17:00 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში  (ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, ცოტნე დადიანის 164) გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით - ,,დღესასწაულები ძველ თბილისში".  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, დედაქალაქში ჩატარებული ღონისძიებებისა და ტრადიციული დღესასწაულების შესახებ.  გამოფენა საუკუნის წინანდელი პრესის მასალების საფუძველზე მომზადდა და მისი ავტორი მედიის მკვლევარი ანა ბაქანიძეა.


"ბანერებზე ვიზუალურად იქნება წარმოდგენილი ძველი ქართული პრესის მასალები (სტატიები, განცხადებები) სხვადასხვა დღესასწაულის აღსანიშნავად მიმდინარე წინასწარი სამზადისისა და უშუალოდ დღესასწაულების დღეს თბილისში, მმართველობის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე თავად, ქალაქური ტრადიციების შესახებ. ასეთი მასალები საკმაოდ მრავლადაა იმ პერიოდის პრესაში: „საქართველოს რესპუბლიკა“, ,,ახალი სიტყვა", ,,თეატრი და ცხოვრება" და სხვები. 


აღნიშნულ მასალებზე კარგად ჩანს, თუ რომელი საერო თუ რელიგიური დღესასწაულები აღინიშნებოდა ძველ თბილისში და როგორი იყო ამ დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციები ან რას წერდა ამ დღესასწაულების დროს თბილისში მიმდინარე ღონისძიებებზე იმ პერიოდის ქართული პრესა; რა პარალელები შეიძლება გავავლოთ ძველ თბილისში განხორციელებულ და თანამედროვე ეპოქაში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის; აღნიშნული მასალები ერთი მხრივ - ქალაქის კულტურული ცხოვრების და მეორე მხრივ - საქართველოს ისტორიის ამსახველია."- განმარტავს ანა ბაქანიძე.


პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მხარდაჭერით ხორციელდება. 



კომენტარები:

ფართი შოპი