"ვისაც შევიწყალებ, სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველა გაეცნობა" - სალომე ზურაბიშვილი

15 Dec 2019 22:11

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წინასწარ არ იტყვის შეიწყალებს თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.


"თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ვისაც შევიწყალებ, ამას წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, იმიტომ, რომ ამას ბევრი ადამიანი ელოდება. ვისაც შევიწყალებ, სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველა გაეცნობა. არანაირად არ არის ჩემზე რაიმე ფორმით ზეწოლა," - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  


დეკანოზის, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით სინოდმა მნიშვნელოვანი გადაწყვტილება მიიღო და დამატებით განცხადებებს ვერ გააკეთებს.

 


კომენტარები:

ფართი შოპი