ხელისუფლების მხრიდან მე ვერ ვგრძნობ იმ აქტიურობას რაც უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე, ვერ ვგრძნობ ჩვენი დასავლელი მეგობრების აქტიურ ჩართულობას, რომელიც სწორედ ხელისუფლების მუშაობით უნდა იყოს განპირობებული, - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილი თანამედროვეობის გმირია.
„ვაჟა გაფრინდაშვილი არის თანამედროვეობის გმირი და ამიტომ ვარ მე აქ, რომ ჩვენ ყველა უნდა დავუდგეთ მას გვერდში. ხელისუფლების მხრიდან მე ვერ ვგრძნობ იმ აქტიურობას , რაც უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე, ვერ ვგრძნობ ჩვენი დასავლელი მეგობრების აქტიურ ჩართულობას, რომელიც სწორედ ხელისუფლების აქტიური მუშაობით უნდა იყოს განპირობებული და სამწუხაროდ ამას კიდევ უფრო ამძაფრებს საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებული განცხადება. მთავარი მიზანია, რომ ეს ადამიანი უნდა გამოვიხსნათ და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ სკამებზე და კაბინეტებზე ფიქრობს და არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი საქართველოში. მე მეტს მათგან არ ველოდი, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ერთობლიობას შეუძლია ძალიან ბევრი რამ გააკეთოს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.