"ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი შვილი შეიწირა სისტემამ" - მამუკა ხაზარაძე

18 Dec 2019 03:58

ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი შვილი შეიწირა სისტემამ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ იცავდეს ადამიანს, თავადაა მკვლელი, - ასე ეხმაურება მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.


“დღეს საღამოს 15 წლის მოზარდის გული სამუდამოდ გაჩერდა. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი შვილი შეიწირა სისტემამ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ იცავდეს ადამიანს, თავადაა ძალადობრივი და მკვლელი. ეს უნდა დასრულდეს! ეს უნდა შეიცვალოს! ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს და სრულიად საქართველოს ამ ტრაგედიას!”, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


კომენტარები:

ფართი შოპი