"დღეს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არ არის" - გიორგი გახარია

19 Dec 2019 04:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება.



„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადავდგათ. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, - განაცხადა გახარიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი