"ამ ცხოვრების დედაც არა! როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება, ეძიეთ პრობლემა მშობლებში" - დომენიკ მანგო

19 Dec 2019 14:50

"ნუ წარმოაჩენთ თვითმკვლელობას როგორც გმირობას.
ნუ ახდენთ თვითმკვლელობის რომანტიზირებას.
ნუ წერთ კედლებსა და გზებზე ისეთ წარწერებს, რაც საზოგადოებაში კიდევ უფრო გააღრმავებს პესიმიზს და არასრულწლოვნებში დანერგავს უიმედობას.


უნდა გახსოვდეთ, რომ ამ წარწერებისა და საყოველთაო აჟიოტაჟის მიღმა დგანან ისევ არასრულწლოვნები, რომლებიც ასევე მოწყვლადები არიან ფსიქოლოგიურად. ამ მოზარდების ცხოვრებაში არანაკლები პრობლემებია – დაწყებული მშობლებიდან და დამთავრებული უმშობლობით. ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, რომ ამ საზოგადოებრივ (და ხშირად გაუაზრებელ) სუიციდის რომანტიზირებას თან მოყვეს თვითმკვლელობების სერია და ამის ტენდენცია უკვე გამოიკვეთა გუშინ, როდესაც კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით ბათუმში.


ამ ცხოვრების დედაც არა! ცხოვრება არაფერ შუაშია, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება, ეძიეთ პრობლემა მშობლებში." - დომენიკ მანგო


კომენტარები:

ფართი შოპი