Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები გააუქმა

21 Dec 2019 02:55

Facebook-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22 ანგარიში გააუქმა. როგორც სოციალური ქსელი იტყობინება, გაუქმებული ყალბი ანგარიშები შექმნილი იყო მედია ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიის, საჯარო ფიგურების და აქტივისტთა ჯგუფების სახელით.


ამასთან, გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები აქვეყნებდნენ პოსტებს შიდა მიმდინარე ამბების შესახებ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე, მაგალითად არჩევნებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, ასევე, ოპოზიციის კრიტიკის შემცველ პოსტებს და ა.შ.


„მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი ვინაობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი უკავშირდება საქართველოში არსებულ სარეკლამო სააგენტო „პანდას“ და „ქართულ ოცნების" მთავრობას", - წერია Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორც კომპანია იტყობინება, Facebook-ზე დარეკლამებაში 316 000-მდე აშშ დოლარი იყო დახარჯული.



კომენტარები:

ფართი შოპი