ხუთი საუკეთესო ტექნოლოგიური საჩუქარი

27 Dec 2019 19:34

დღეს ჩვენი ცხოვრების 99.9% ტექნიკით არის დატვირთული. არ არსებობს ადამიანი რომლის ინტერესებშიც არ შედის დროის დაზოგვა და შესასრულებელი ამოცანის გამარტივება, სწორედ ამას ემსახურება ყველანაირი ტექნოლოგიური სიახლე, კარტოფილის დასაჭრელით დაწყებული და ჭკვიანი სახლის სისტემით დამთავრებული.


თუ ჯერ არ იცით რა შეიძლება აჩუქოთ თქვენს ადრესატს, გთავაზობთ ხუთ ფანტასტიკურ იდეას, რომელიც გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთებას.


1. ტელევიზორი


გრანდიოზული საჩუქარი თქვენი ახლობლებისთვის, რომ 2020 წელს ოჯახში გმირად გაღიარონ - იქნება ახალი, ჭკვიანი ტელევიზორი. თანამედროვე ტელევიზორები აერთიანებს, სხვადასხვა ასაკის, სქესის და ინტერესების მიხედვით გასართობის ყველა საშუალებას. იქნება ეს ნეტფლიქსის არხი, თუ იქსბოქსის თამაშები, მუსიკალური იუთუბი ან უბრალოდ ახალი ამბები. არ დაგავიწყდეთ საახალწლო შეთავაზებების დათვალიერება, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ.

 

2. ყურსასმენი


ვისღა უკვირს ყურსასმენი, თუმცა ამ სფეროშიც ბევრი სიახლეა. თუ გყავთ მეგობარი ვისაც ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა, უსადენო ყურსასმენი მისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. ბლუთუზ ყურსასმენების მთავარი პლიუსი ის არის, რომ არ აქვს სადენები. ხმის კონტროლი, მუსიკის გადართვა და სხვა მოქმედებები შესაძლებელია განხორციელდეს ყურსასმენებზე არსებული ღილაკების დახმარებით. დიდი ყურსასმენები იმდენად ტრენდულია, რომ თანამედროვე იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდა.


3. ფირსაკრავი


ერთ-ერთი ტრენდული, თუმცა ნოსტალგიური კონტექსტით შთაგონებული ტექნოლოგიური სიახლეა - ელექტრონული ფირსაკრავი. არ დაგავიწყდეთ ამ საჩუქართან ერთად, მშრალ ხიდზე გულით არჩეული რამდენიმე ფირფიტაც უსახსოვროთ თქვენს ადრესატს.

4. დინამიკი

ყველაზე ტრენდული საჩუქარი, ნებისმიერი ადამიანისთვის, ეს არის დინამიკი. კარგად გაეცანით მახასიათებლებს, ამ შემთხვევაში ბრენდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა დარწმუნდით რომ ორიგინალ ბრენდს ყიდულობთ. პორტატული დინამიკი ყოველთვის გამოსადეგია, სამსახურში, ბუნებაში, სახლში სტუმრად. თანამედროვე პორტატულმა დინამიკებმა უზარმაზარი მუსიკალური აპარატურა ერთი ხელის მოსმით ჩაანაცვლა.  ასევე ამ ნივთს, ფერი და სხვა ვიზუალური მახასიათბლები, მეტ ინდივიდუალურობას სძენს, რაც საჩუქარს უფრო მიმზიდველს ხდის.


5. მულტისახარში


ვიღაცას გაეცინება, მაგრამ მულტისახარში ძალიან მოსახერხებელი ნივთია ბავშვიანი დედებისთვის, მათთვის ვისაც მარტივი კერძების მომზადება დღეში რამდენჯერმე უწევს. ეს არ არის რომანტიკული საჩუქარი, გაფრთხილებთ მეუღლეს ან შეყვარებულს ამით ვერ გაახარებთ, მაგრამ მეგობრისთვის ან ნათესავისთვის საუკეთესო პრობლემის მოგვარების გზა იქნება. გირჩევთ გაეცნოთ მისი გამოყენების წესებს მანამ სანამ საჩუქარს გადასცემთ  და მცირე მასტერკლასი ჩაუტაროთ ადრესატს, რათა მომავალში დამოუკიდებლად გარკვევა არ დაიზაროს და გვერდზე არ გადადოს ეს უნიკალური და ძალიან საჭირო ნივთი.


გისურვებთ ბევრ გახარებულ სახეს და ბედნიერ შობა-ახალ წელს!


კომენტარები:

ფართი შოპი