"მინდა მანამდე დავდო მისი ფოტო - სანამ გალანძღავენ"

09 Jan 2020 15:08

ჟურნალისტი თამო კეშელავა, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"მინდა მანამდე დავდო მისი ფოტო - სანამ გალანძღავენ, სანამ პოლიტიკოსს დაუძახებენ და აუცილებლად დაუძახებენ, თუ შედეგით კმაყოფილი არ დარჩება და ისევ მოითხოვს შვილის მკვლელების მკაცრად დასჯას!


ოჯახის ყველა წევრს ეტყობა რომ მათ სახლში გაჭირვება და სიღატაკე ღრღნიდა დღეებს და წელებზე ფეხს იდგამდნენ ბიჭები, როგორც გავიგე...


რა მოხდა იქ, ვინ იცის, მაგრამ ჩვენ ღატაკები მამის საფლავებს რომ სხვანაირად ვცემთ პატივს, ვიცი, სხვანაირად, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით როგორ წვალებით გაგვზარდა და ობლადდარჩენილებს, ერთადერთი ადგილი გვაქვს, სადაც ცხოვრების უკუღმართობას შევტირებთ და ამ ცრემლის არ გვრცხვენია...


ჩვენ, ღატაკებს, ბედობისაც სხვანაირად გვჯერა, იმედი გვჭირდება რომ გადავრჩეთ და ყველა ნიშანს ვეჭიდებით!


სწორედ ამიტომ, ვერავინ დამაჯერებს რომ ბედობა დღეს, მამის საფლავთან მანქანის მოპარვა უნდოდათ ძმებს!


ამ ქალის შვილი 2 იანვრის ღამეს გაიმეტეს სასიკვდილოდ და 4 იანვრის დილამდე მაინც სუნთქავდა...


სტკიოდა და ტკივილისგან გულიც უწუხდა იქნებ, გონებასაც კარგავდა ალბათ სიცივისგან, მაინც იცოცხლა 24 საათზე მეტი...


ბოდიში ყველასთან, ბუნების კანონია ასეთი ღატაკები უფრო გამძლენი ვართ, რთულად ვიხოცებით და ბოლომდე ვიბრძვით, რადგან გარდა თავისა, იმ ხალხის გამოც ვიბრძვით, ვისაც ჩვენი იმედი ქონდა ან აქვს!


და კაცი, რომელსაც ჩვენს დაცვაში ფულს ვუხდით, კაცი, რომელსაც იარაღი მივეცით ჩვენს დასაცავად, იდგა და უყურებდა, როგორ კვდებოდა ბიჭი, რომელიც აწამა და გაშიშვლებული დააგდო, როგორ კვდებოდა ბიჭი, რომელიც მოკლა...


ამდენი სისხლის, ამდენი საათით მომაკვდავი ბიჭის ცქერის მერეც კი, არ უფიქრია ჩაბარება, არ უფიქრია რომ იარაღი დაედო და ციხეში წასულიყო, არ უშვებდა რომ შეიძლებოდა ვინმეს ამ ბიჭის სიკვდილის გამო დაეჭირა, ვერ უშვებდა რომ აი, ეს ქალი გაიგებდა მის სახელს და შეუთვლიდა - ან სამუდამოდ ჩაჯექი, ან თავი მოიკალი!


ჩვენ სისტემის დანგრევას ვითხოვთ და სისტემა დანგრეული!


ამიტომ ვართ ასე მძიმედ,, დანგრეული სისტემა გვაწევს ზურგზე წლებია!


ერთი წამოდგომა გვინდა და მხრების ერთხელ შეფერთხვა!"


კომენტარები:

ფართი შოპი