როგორ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ თვითმფრინავით

15 Jan 2020 20:20

თვითმფრინავით მგზავრობისას უსაფრთხოების შეგრძნების შენარჩუნება, იწყება გონებიდან. საჰაერო მოგზაურობა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო გზად ითვლება, თუმცა ამისთვის არსებობს წესები, რომელთა ცოდნაც  დაგაზღვევთ სტრესისგან და გახდის თქვენს გამოცდილებას უფრო სასიამოვნოს.


მზადება გაფრენისთვის


პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ თქვენი ფრენის შესახებ ყველა დეტალი. რეგისტრაციის, გაფრენის, დაშვების დრო. წინასწარ მოამზადოთ ყველა საბუთი რომელიც დაგჭირდებათ მოგზაურობისას. ამ ინფორმაციას მარტივად მიაგნებთ საავიაციო ხაზების ვებ გვერდებზე.


ინფორმაცია ბარგის შესახებ (შეზღუდვები წონასა და ზომაზე)

გაეცანით სტატიებს ხანგრძლივ მოგზაურობაში წასარები ნივთების შესახებ.

წინასწარ დაფიქრდით რა უნდა გქონდეთ თან თვითმფრინავში.

რათქმაუნდა არ დაივიწყოთ სამოგზაურო დაზღვევა.


ზოგადი რჩევები ფრენისას


თუ თქვენი მგზავრობა დიდხანს გასტანს, თან წაიღეთ  დასაძინებლად საჭირო ნივთები. კისრის ბალიში, თვალების ნიღაბი, ყურის საცობები ან ყურსასმენები რომ თქვენს ძილს ხელი არაფერმა შეუშალოს, მაგრამ გახსოვდეთ თხევადი ნივთები და წამლები, ასევე ზედმეტად გადატვირთული ხელბარგი შეიძლება არ შეგატანინონ. ძალიან მნშვნელოვანია თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, დაიზღვიოს თავი ქაოსისგან და იზრუნოთ მათ გართობაზე წინასწარ.



ფრენა და უსაფრთხოება


ფრენა უსაფრთხო გზა არის მსოფლიოს ნებისიერ კუთხემდე, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ უსაფრთხოებაში თითოეული ჩვენგანის დიდი წვლილიც არის. ყურადღებით მოუსმინეთ გამცილებლებს, იმისთვის რომ იცოდეთ რა გააკეთოთ განგაშის შემთხვევაში. ასევე არ არის რეკომენდირებული ფრენისას ალკოჰოლის მიღება, ის უფრო ძლიერად იმოქმედებს ვიდრე ხმელეთზე, თქვენი კონცენტრირების უნარს დააქვეითებს და ვერ შეძლებთ ყურადღებით ყოფნას.


ფრენა და შეზღუდვები


მას მერე რაც ფატალური შემთხვევები გახშირდა, დაზღვევის მიზნით, გაჩნდა ბევრი შეზღუდვა თვითმფრინავში მოქცევის წესებთან დაკავშირებით. არის კონკრეტული ნივთები რომელთა ატანა თვითმფრინავზე დაუშვებელია. მთელ რიგ შემთხვევებში ეს ჩამონათვალი შესაძლოა სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ ეს თქვენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება.


გაითვალისწინეთ რომ რიგ შემთხვევებში ჩანთის გარდა, სკანერში თავადაც მოგიწევთ გავლა, ამიტომ მოერიდეთ მეტალის ნივთების ტარებას, სამკაულებიც მინიმუმამდე დაიყვანეთ, რომ არ დაკარგოთ დიდი დრო მათ მოხსნასა და ადგილზე დაბრუნებაზე.


ამ პროცედურების, წესების და აკრძალვების წინასწარ ცოდნა, დაგეხმარებათ გაიაზროთ, თუ რამდენად დაცული ხართ ფრენის დროს. გახსოვდეთ, რომ ტექნიკურად ეს არის მგზავრობის უსწრაფესი და ყველაზე უსაფრთხო გზა, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი დაიზღვიეთ უსიამოვნო შეგრძნებებისგან. მთავარია დააკავოთ გონება რაიმე სახალისო საქმიანობით, წაიკითხეთ წიგნი ან მოსუმინეთ მუსიკას, შესაძლოა გვერდზე მჯდომთან საუბრითაც გაერთოთ.


გისურვებთ სასიამოვნო ფრენას და მშვიდობიან დაშვებას!


კომენტარები:

ფართი შოპი