"თე­ატ­რში მი­ვე­დი და ვთქვი: ბიძინა ივანიშვილისგან დახ­მა­რე­ბას აღარ მი­ვი­ღებ-მეთ­ქი... ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ"- დიმიტრი ტატიშვილი

18 Jan 2020 04:27

AMBEBI.GE-ს მსა­ხი­ობ­მა დიმიტრი ტატიშვილმა ვრცე­ლი და გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა: 


- "მთა­ვარ არხზე" გა­დის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ანა­კონ­და", სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებთ...


- ეს არის შოთა მა­ლაშ­ხი­ას დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი, სა­დაც მე ვარ. მეც იგი­ვე პო­ზი­ცია მაქვს, რა­საც ფილმში ვამ­ბობ და უბ­რა­ლოდ ტექსტს არ ვკი­თხუ­ლობ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არაა ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი წყო­ბაა.


- თქვენს სფე­რო­ში ბევ­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი, ამ ფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის გამო, თუნ­დაც კო­ლე­გე­ბი არ გაკ­რი­ტი­კე­ბენ?


- ღმერ­თმა ყვე­ლას ხელი მო­უ­მარ­თოს, მე ვთვლი, ჩემს ქვე­ყა­ნას ვინც აზა­რა­ლებს, უნდა გა­აკ­რი­ტი­კო ისე, რო­გორც შე­გიძ­ლია. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხვდე­ბით იმას, რომ ეს მმარ­თვე­ლო­ბა ქვე­ყა­ნას ვნებს. ჩვენ არა მხო­ლოდ უნდა ვაკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ უნდა შევ­ცვა­ლოთ. მტერს უნდა ვებ­რძო­ლოთ, მტე­რი არის ყვე­ლა, ვინც შენს ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. ვთვლი, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რა­საც უნდა გა­უფრ­თხილ­დე, ესაა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.


- რო­დი­დან გახ­დით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი?


- მე სი­მარ­თლე გი­თხრათ, 2011 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ინ­ტერ­ვიუ ვნა­ხე, თე­ატ­რში მი­ვე­დი და ვთქვი, მის­გან დახ­მა­რე­ბას აღარ მი­ვი­ღებ-მეთ­ქი. ჩემ­ნა­ი­რად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­იქ­ცა. თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, ეს არის იმ ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, მარ­თავს რუ­სეთს, ასეა მი­ტა­ცე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოც. დიდი ბრძე­ნი და მცოდ­ნე არა ვარ, მაგ­რამ რაც ჩემი ჭკუ­ით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, მივ­ხვდი, ეს კაცი კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტან­და სა­ქარ­თვე­ლოს და ასეც მოხ­და. მე იმის მერე დახ­მა­რე­ბა არ მი­მი­ღია, ვწუხ­ვარ, რაც მა­ნამ­დე მქონ­და აღე­ბუ­ლი, იმას ვერ და­ვაბ­რუ­ნებ.


- რამ­დე­ნი წელი იღებ­დით ივა­ნიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბას და რამ­დენს?


- დიდი ხანი არ ვი­ღებ­დი. ეს იყო ყო­ველ­თვი­უ­რად 320 ლარი, რვა წლის წინ ეს კარ­გი თან­ხა იყო, უა­რის თქმა ად­ვი­ლი არ გახ­ლდათ, მაგ­რამ ამ ფულს ვე­ღარ მი­ვი­ღებ­დი და ახლა პირ­ნა­თე­ლი ვარ ჩემს თავ­თან. ძა­ლი­ან კარ­გად ვხვდე­ბო­დი, რა ჰქონ­და ამ კაცს მიზ­ნად.


- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა დე­ტა­ლებ­მა მი­გახ­ვედ­რათ?


- მტერს რუ­სეთს, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი და­მან­გრე­ვე­ლი, მას მტრად არ აღიქ­ვამ­და. რო­დე­საც კაცს უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა და მტერს მტრად არ აღიქ­ვამს, მი­ნი­მუმ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ყვე­ლამ იცის, რომ 90-იან წლებ­ში და ვერც დღეს, რუ­სეთ­ში ფულს ვერ იშო­ვი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი მი­ლი­არ­დე­ბი იშო­ვა, რა­საც კგბ-სთან კავ­ში­რის გა­რე­შე ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. ის მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ სის­ტე­მას­თან, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოდ ვთვლი, რად­გან ის ატე­რო­რებს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლით. კაცი, რო­მე­ლიც ამ­ბობს ფრა­ზას, ისეთ გა­სა­ო­ცე­ბელ დე­მოკ­რა­ტი­ას შევ­ქმნი, გა­ვა­ო­ცებ ევ­რო­პა­სო. ეს არის აფე­რის­ტო­ბა. აფე­რის­ტუ­ლი პი­რა­მი­და ააგო. სამ­წუ­ხა­როდ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ტყუვ­და.


- ვინც ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხავს და თქვენ­სა­ვით არ ფიქ­რობს, გა­გახ­სე­ნებთ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტებს...


- არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია ეს შე­და­რე­ბა. მურ­ვან ყრუს დროს კარ­გი იყო? სტა­ლი­ნის დროს კარ­გი იყო? ახლა რა არის, ამა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ. კაცი დაგვპირ­და ამას, იმას და არა­ფე­რი არ შეს­რულ­და.


- იბ­ლო­კე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გამო?


- მიგ­რძვნია, რომ ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო და­ვიბ­ლო­კე. პირ­და­პირ არ უთ­ქვამთ ამის გამო გე­უბ­ნე­ბით უარს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი არ შედ­გა. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის წინ და­მი­რე­კეს თბი­ლი­სო­ბას თუ წა­იყ­ვან­თო, იმ მო­მენ­ტში არ მე­ცა­ლა და ვუ­თხა­რი ცოტა ხან­ში და­მი­რე­კეთ-მეთ­ქი და აღარ და­მი­რე­კეს. იმ „სის­ხლი­ა­ნი 9 წლის“ მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვე მქონ­და 4-5 და­უ­გეგ­მა­ვი სა­მუ­შაო, 2012 წლის მერე მო­იკ­ლო ასეთ­მა საქ­მე­ებ­მა, რად­გან ოც­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფილ­მე­ბი გა­ვახ­მო­ვა­ნე. ის შე­მო­სა­ვა­ლი მე აღარ მაქვს. შე­საძ­ლოა, დამ­თხვე­ვაა, მაგ­რამ თე­ატ­რშიც მხო­ლოდ ერთ ახალ სპექ­ტაკლში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე­თი დამ­თხვე­ვე­ბი არ ხდე­ბა.


- გულ­ნატ­კე­ნი ხართ რე­ჟი­სო­რე­ბის­გან?


- არა. მგო­ნია, და­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მე დამ­ნა­შა­ვე არა­ვის წი­ნა­შე არ ვარ, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­მიძ­ლია, თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რო. თუ ვინ­მე აქეთ ჩა­იჭ­რა, პა­სუხს არა­ვის მოვ­თხოვ. მათ შო­რის არც თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. ლე­ვან წუ­ლა­ძე არის ჩვე­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკლში ვი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ ფაქ­ტია, 2012 წლის შემ­დეგ არც ერთ სპექ­ტაკლში არ ვარ. შე­საძ­ლოა, ეს მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვაა. ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა, ფაქ­ტია, არ და­ცე­მუ­ლა.


- სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც აღარ გაქვთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი?


- სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც არ არის. "იმე­დი­დან" და ეგე­თი არ­ხე­ბი­დან არც და­მი­ძა­ხე­ბენ, რა თქმა უნდა.


- თუ და­გი­რე­კა­ვენ "იმე­დი­დან", და­თან­ხმდე­ბით?


- გა­აჩ­ნია, რა იქ­ნე­ბა. ერთ-ერთი გა­და­ცე­მი­დან და­მი­რე­კეს, სტუმ­რად მობ­რძან­დით და თან თა­ნა­წამ­ყვა­ნი იყა­ვი­თო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, ვი­ღა­ცამ ყურ­ში მი­თხრას, ეგ არ თქვა. მე, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, არა­ფე­რი არ მაკ­ლია, იმ­დე­ნი მაქვს ფული, რომ მში­ე­რი არ ვარ. მგო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფიქ­რობს, თუ თა­ვად და მისი ახ­ლობ­ლე­ბი კარ­გად იქ­ნე­ბი­ან, ქვე­ყა­ნაც კარ­გად იქ­ნე­ბა.


ასე­ვე არის ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, ვინც პი­რი­ქით ფიქ­რობს, თუ ქვე­ყა­ნა კარ­გად იქ­ნე­ბა, თა­ვა­დაც კარ­გად იქ­ნე­ბა, მე მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. მიშა სა­ა­კაშ­ვილს დას­დევ­დნენ სუ­შის რა­ტომ ჭამ­სო? ას­ფალ­ტი ვჭა­მო­თო? რა­ტომ არ ყვი­რი­ან ახლა ნაძ­ვის ხე ვჭა­მო­თო? თუ შად­რე­ვა­ნი ფუ­ფუ­ნე­ბაა, 996 ათას ლა­რად ნა­ყი­დი უშნო ნაძ­ვის ხე არაა ფუ­ფუ­ნე­ბა? ეს და­საშ­ვე­ბია, რად­გან კა­ლამ თქვა?


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი