დაკავებულია 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

18 Jan 2020 04:58

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს უკა­ნო­ნოდ გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ 24 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.


ბრალ­დე­ბულს, რო­მე­ლიც 19 წლის გო­გო­ნას სის­ტე­მა­ტუ­რად აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას, შემ­დეგ კი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­უვრცე­ლა, 5-დან 8 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.


რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მისი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის, ასე­ვე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.


კომენტარები:

ფართი შოპი