სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია 1 პირი

19 Jan 2020 01:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ

ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ.

მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.


დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ

ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო

ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე

გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად,

დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს -

ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან

შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი

გამოცემული არ ყოფილა.


გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ

მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის

„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი