"მთელი პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე ეკისრება ხელისუფლებას"- დეკანოზი ილია ჭიღლაძე ბაღდათში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

05 Feb 2020 18:38

დეკანოზი ილია ჭიღლაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"რა ვთქვა აღარ ვიცი... მთელი პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე ეკისრება ხელისუფლებას, უფრო კონკრეტულად უპირველესად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან არაფერი იღონა ამ უბედური ოჯახის გადასარჩენად, თუნდაც ნორმალური, კანონიერი საცხოვრებელ ფართში მათი შესახლებით. სახლი კი არა, 300 ლარი არ მიუციათ ბავშვის მკურნალობისთვის. სოდომ-გომორზე უარესი ცოდვის მატარებელია ეს ქვეყანა, სადაც ზედაფენები არნახულ სიმდიდრეში არიან, სამაგიეროდ სოციალურად დაცველთა ბავშვები შიმშილობით და უპატრონობით იხოცებიან. ეს ქვეყანა აღარაა ღვთისმშობლის წილხვედრი, უფრო სატანის წილხვედრად ქცეულა, ვიდრე ღვთისა და მისი წმინდა დედისა, რადგან სადაც ღვთისმშობელია, იქ სამართალი და ურთიერთდახმარებაა, ხოლო საქართველოში უსამართლობა და გულქვაობა გაბატონებულა. უბედურებაა ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ ახორციელებს სათანადოდ სოციალურ მსახურებას, რაც ეკლესიას ევალება მაცხოვრის მცნებათა და მოციქულთა სწავლებათა მიხედვით."- წერს დეკანოზი.


შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი ოჯახის ახლობელია.


არსებული ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო.


კომენტარები:

ფართი შოპი