"გელა ჩივაძე - შენს აჩრდილად ვივლი და არ მოგცემ საშუალებას საზოგადოება მოატყუო!"- გამაოგნებელი ამბავი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ

05 Feb 2020 22:51

გამოცემა "ტიფლისნიუსის" ხელმძღვანელი მარეხი სირბილაძე "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობით გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გელა ჩივაძეს ამხელს და გამაოგნებელი ამბავის შესახებ წერს:


"როგორ არ ეშინია ღმერთის?!


დღეს ჩემი მშობლები ტელევიზიის საშუალებით იგებენ, რომ ადამიანს, რომელსაც წლები ეძებდნენ; ადამიანმა, რომელმაც მათი შვილის - ჩემი დის სიცოცხლით ითამაშა; ადამიანმა, რომელმაც 1993 წელს თავის ძმასთან ერთად (რომელიც დღეს ქუთაისის ერთ-ერთ ტაძარში მღვდელია და მსგავს საქმიანობას ისევ განაგრძობს... იბრალებს, რომ ადამიანებს სიმსივნისგან კურნავს.. რაღა თქმა უნდა, ბევრი ფულის სანაცვლოდ). დაიბრალეს ექიმობა და იმედი მისცეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ მშობლებს, რომ ჩინური აპარატურითა და მედიკამენტებით შვილს გადაურჩენდნენ. (ვითომ სასწაულმოქმედი ჩინური მედიკამენტები, რომლებსაც ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზა ჩავუტარეთ და დიმედროლ-ანალგინი და ძლიერი სპირტის ნაზავი აღმოჩნდა).


გარდა იმისა, რომ უზარმაზარ თანხებს იღებდა მედიკამენტების სანაცვლოდ, ოჯახს იარაღს სთხოვდა მტრებისგან თავის დასაცავად (მამასგან ჰქონდა გარანტია, რომ მაშინდელი პოლიცია დაიცავდა). მთელი ქალაქი იმედით შეჰყურებდა, რომ ბავშვს გადაარჩენდა... ჩემი დის გარდაცვალებიდან ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა და მას შემდეგ წლები მიმალვაში ბრძანდებოდა.


დღეს ეს ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები, გენერალური პროკურორობის კანდიდატია.


გელა ჩივაძე - საერთოდ არ გრცხვენია?!


სადაც არ უნდა იყო, შენს აჩრდილად ვივლი და არ მოგცემ საშუალებას საზოგადოება მოატყუო!"- წერს სირბილაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი