"ქართულ ოცნებას" გარანტიას ვაძლევ არჩევნებზე მათი მაქსიმუმი 30% იქნება"- გიორგი ვაშაძე

08 Feb 2020 01:42

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან შემოთავაზებული მოდელი 100/50, ადგილებით და მანდატით ვაჭრობაა, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.


როგორც ვაშაძემ მმართველ გუნდსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მაქსიმუმ 30%-ის მიღებას შეძლებს.


„100/ 50-ზე მოდელი არის ადგილებით და მანდატებით ვაჭრობა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა და ის სააჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს სჭირდება. რაც შეეხება „ქართული ოცნებას“ თუთიყუშებივით დაიწყეს გამეორება, თითქოს 60%-ს იღებდნენ. გარანტიას ვაძლევ 30%- ეს არის მათი მაქსიმუმი და თუ ისე გააგრძელებენ, როგორც იქცევიან, შეიძლება უფრო დაბალი შედეგი ჰქონდეთ“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი