საგარეჯოში ცოლად მოყვანის მიზნით 16 წლამდე გოგონა მოიტაცეს, გამტაცებლები კახეთის პოლიციამ დააკავა

10 Feb 2020 00:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს

რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი

პირი დააკავეს.


არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული

არიან  2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს

დაბადებული რ.ქ.


დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან  ერთად,

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს

მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს

თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების

შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში

უვნებელი დააბრუნეს.


ბრალდებულები კი  პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 

დააკავა.


გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე,

საქართველოს სსკ-ის  143-ე მუხლის მე-3  ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

მიმდინარეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი