ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე - თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

11 Feb 2020 15:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული  ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გ.ბ.  ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.


დანაშაული  13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს ყოფილი მეუღლე - თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში  დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით  მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


კომენტარები:

ფართი შოპი