საქართველოს პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემატური მოკვლევის ჯგუფი “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ეგიდით ვილნიუსში იმყოფება. დელეგაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე, ცოტნე ზურაბიანი ხელმძღვანელობს.
ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს:
ვილნიუსის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან;
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან;
ლიეტუვას საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალურ დირექტორთან;
ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს "ყალბი ამბების" გამოყენების წინააღმდეგ და ა.შ.
ვიზიტი 12 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვალს დასრულდება.

