„მეტი ვანო ოპოზიციას! მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა.