ენთები

20 Feb 2020 21:04

თანამედროვე ბიზნეს ორგანიზაციებში არსებობს ბევრი პროფესიული მიმართულება. ახალი ორგანიზაციული მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხიანი პროდუქტის შემქნას, ეფუძნება საქმის ვიწრო, პროფესიულ დაყოფას. ამ კუთხით ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და კონკრეტული დავალებები. ადამიანური რესურსები კომპანიებისთვის ყველაზე დიდ ხარჯს წარმოადგენს, ყვეკას არ აქვს იმის საშუალება, რომ ყველა მი9მართულებით ვიწრო სპექტრის კადრი აიყვანოს, ამიტომ იქმნება აუთსორს კომპანიები. ბიზნესს ეძლევა საშუალება არ დაიქირაოს სრულ განაკვეთზე თანამშრომელი არამედ პარტნიორი კომპანიისგან შეიძინოს მხოლოდ სერვისი.


იქიდან გამომდინარე რომ კომპანიის ფინანსური მხარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზაა ჯანსაღი ბიზნესის შექმნისთვის, ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა საბუღალტრო მომსახურების აუთსორსი -  სტარტაპი „AccountAnts ენთები“.


პირველადი დოკუმენტების შექმნა, ძველი პერიოდების აღრიცხვის გასწორება, საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება, ყოველთვიური რეპორტინგი, საბუთების ონლაინ ბაზის შექმნა - ეს იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აღნიშნული კომპანია გვთავაზობს.  გარდა ამისა, რაც ყველაზე საინტერესოა, ენთებს აქვთ კონსულტაციის ფასდაუდებელი სერვისი, ამ შემთხვევაში ნამდვილი პროფესიონალები პროცესების შესწავლას, დალაგებას და სამომავლო სტრატეგიის დასახვას გვთავაზობენ.



საქართველოში როგორც განვითარებად ქვეყანაში, ყოველდღიურად ისახება სამომავლო ბიზნესთან დაკავშირებული გეგმები, იქმნება სტარტაპ კომპანიები, თუმცა ადამიანები რომლებიც კარგად ერკვევიან ბიზნესში, კრეატივში, კულინარიაში და სხვა საინტერესო საქმიანობაში, ხშირად არაფერი იციან საბუღალტრო პროცესების შესახებ, სანდო ბუღალტერი კი საკმაოდ დიდი იშვიათობაა. ენთები ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია.


ენთებმა უკვე შეიქმნეს სახელი უნიკალური, თანამედროვე მიდგომებით, ასევე მუდმივად ვითარდებიან და იზრდებიან, თავიანთი სერვისების ჩამონათვალს საგადასახადო პროცესების მართვაც დაამატეს.


ენთების ფეისბუქგვერდზე მოგზაურობისას, შეიგრძნობთ იმ ენერგიას რომელსაც ეს კომპანია ასხივებს - სახალისო, სრულიად ინოვაციურ და ამავდროულად უაღრესად საქმიან ორგანიზაციად პოზიციონირდება, რაც თანამედროვე ბიზნესის წარმოებას სრულყოფილად ეხმაურება.


თუ ჯერ არ იცით ვის მიანდოთ თქვენი ფინანსური პროცესები, ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას ენთებს!

 


კომენტარები:

ფართი შოპი