ოქროთი უზრუნველყოფილი სესხები

22 Feb 2020 21:48

თანამედროვე ქართულ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საბანკო სერვისი არის სესხი. სესხები განსხვავდება პირობების და დანიშნულების მიხედვით. მნიშვნელოვანია მომხმარებელს ზუსტად ჰქონდეს გააზრებული, რომ ნებისმიერი სესხი არის ფულადი ვალდებულება, შესაბამისად სწორად განსაზღვროს თანხის ხარჯვის მიზნები და დაბრუნების რეალური შესაძლებლობები.


ოქროთი უზრუნველყოფილი სესხები მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს დამაკმაყოფილებელი საბანკო ისტორია, ან არ აქვს საშუალება რაიმე სხვა უზრუნველყოფა შესთავაზოს ბანკს. ამ კატეგორიის სესხს აქვს მთელი რიგი დადებითი მხარეები:


სისწრაფე - რაც უფრო ნაკლებად სარისკოა ბანკისთვის სესხის გაცემა, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს ყველა პროცედურა. ამ შემთხვევაში სესხი უზრუნველყოფილია ისეთი სტაბილური მატერიით როგორიცაა ოქრო, ამიტომ თუ მომხმარებელს აქვს მსგავსი საშუალება და სასწრაფოდ სჭირდება თანხა, ეს არის საუკეთესო გამოსავალი.


პროცენტი - როგორც წესი საბანკო ბაზრის კონკურენტული გარემო განაპირობებს საკმაოდ შეღვათიან და დაბალ პროცენტებს. ამ კუთხით სხვადასხვა ბანკს თავისი პირობები აქვს. ასევე საგულისხმოა, რომ ეს არის სალომბარდე სესხი და ყველა ბანკს არ აქვს მსგავსი მომსახურება. ბანკი როგორც სტაბილური და მასშტაბური ორგანიზაცია ბევრად უფრო სანდოა ვიდრე ლომბარდი.


უზრუნველყოფა - იმ ფაქტით რომ სესხი არის უზრუნველყოფილი მატერიალური სიკეთით, პირველ რიგში იგებს ბანკი, თუმცა ეს მომხმარებლისთვისაც ერთგვვარი გარანტია. ამ შემთხვევაში თავიდანვე გასაგებია რისკები, სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით. ეს სესხი არ ეხება არც ერთ სხვა ქონებას და არ გულისხმობს არანაირ დამატებით პასუხისმგებლობას.


ოქროთი უზრუნველყოფილი სესხით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა ესტუმროს სასურველ დაწესებულებას.


პირველ რიგში ადგილზე ხდება ოქროს შეფასება წონისა და სინჯის მიხედვით. ოქროს შეფასების პროცედურა სტანდარტულია, თუმცა სხვადასხვა დაწესებულებისთვის ინდივიდუალურია ოქროს ფასი. სასესხო თანხისა და პროცენტების განსაზღვრა ასევე ინდივიდუალურად ხდება, სესხის ვადისა და ბანკში დაწესებული პროცენტის მიხედვით.


სესხის გრაფიკზე და თანხაზე შეთანხმების შემდეგ ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია მომხმარებელი თავად დაინტერესდეს ისეთი დეტალებით როგორიცაა:


წინსწრებით დაფარვის პირობები -  რათქმაუნდა ვადაზე ადრე სესხის დაფარვა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ზოგიერთი შეთანხმების პირობები ამ დროს მომხმარებელს ჯარიმას აკისრებს დაკარგული პროცენტების სანაცვლოდ.


გადახდის დაგვიანების ჯარიმები -  ზოგჯერ ისე ხდება რომ მომხმარებელი ვერ ახერხებს დროულად ვალის დაფარვას, მნისვნელოვანია ამ დროს ზუსტად იცოდეს რა სანქციები ელის გამსესხებლის მხრიდან.


ზოგიერთი ბანკი აქტიურად სთავაზობს მომხმარებელს ერთი ბანკიდან მეორეში პორტირებას, ამ შემთხვევაში მომხმარებელი იღებს უფრო შეღავათიან პირობებს, თანხის გაზრდის შეთავაზებას ან უფრო დაბალ პროცენტს.


სესხი არის საკმაოდ საჭირო და მნიშვნელოვანი პროდუქტი, მათთვის ვინც ზუსტად იცის რისთვის სჭირდება თანხა და ასევე მათთვის ვისაც კარგად აქვს შესწავლილი საბანკო მომსახურებები. ასეთ მომხმარებელს აქვს სასუალება აირჩიოს მისთვის საუკეთესო პროდუქტი და სწორად გამოიყენოს მიღებული შედეგი.


კომენტარები:

ფართი შოპი