ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელიც ალკოჰოლს შარდავს

27 Feb 2020 05:34

ამერიკელმა ექიმებმა პენსილვანიის შტატის მცხოვრებ ქალს აქამდე უცნობი დაავადება აღმოუჩინეს, რომელმაც პაციენტის შარდის ბუშტი მიკროლუდსახარშად გადააქცია. ამის შესახებ BBC წერს.


გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. 61 წლის ქალს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებდნენ: მას ციროზის მძიმე ფორმა და მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. ორივე დაავადება ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს. ამიტომ ექიმებს სულაც არ გაუკვირდათ, რომ პაციენტის ანალიზები ეთანოლის შემცველობაზე დადებით შედეგ აჩვენებდა, თუმცა თავად ქალი ამტკიცებდა, რომ პრაქტიკულად არ სვამს.


დამატებითი შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ პაციენტი სიმართლეს ამბობდა. შემდგომი კვლევის შედეგად ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტს შარდის ბუშტში ერთუჯრედიანი სოკოს - Candida glabrata დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი. ეს სოკო ლუდის საფუარის ახლო ნათესავია და ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც არსებობს, თუმცა გაცილებით ნაკლები რაოდენობით.


მედიკოსებმა ბაქტერიები მკვებავ სივრცეში მოათავსეს და დარწმუნდნენ, რომ ისინი გლუკოზის მოლეკულებს შლიან და ეთილის სპირტის აწარმოებენ. ნებისმიერი ალკოჰოლის წარმოებისთვის შაქარი, წყალი, საფუარი და ჟანგბადის არქონაა საჭირო. ასეთ პირობებში დუღილის პროცესი იწყება, რომელიც პაციენტის ღვიძლს ლუდსახარშად აქცევს.


აქამდე უცნობ დაავადებას „საშარდე სისტემის აუტოლუდსახარშის სინდრომი“ (urinary auto-brewery syndrome) დაარქვეს. ქალს მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ინფექციის დამარცხება ვერ მოხერხდა - დიაბეტის და დასუსტებული იმუნური სისტემის გამო.


წყარო: იმედინიუსი



კომენტარები:

ფართი შოპი