აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ე.წ. საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა

28 Feb 2020 00:34

გალის მოსახლეობის მცხოვრებლებისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შესასვლელი საშვების გაცემა 7 აპრილამდე შეწყდა, რაც საქართველოში კორონავირუსის ფაქტს უკავშირდება. „სპუტნიკ-აბხაზიას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.


„საქართველოსთან საზღვარზე გამშვები პუნქტი გამკაცრდება და ორივე მიმართულებით არავის მიეცემა უფლება, საზღვარი გადაკვეთოს. ფსოუს მხრიდან კი რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვრის გადმოკვეთა. დროებით შეწყდება საქართველოში გადასასვლელი მოწმობების გაცემა გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის. უხეშად რომ ვთქვათ, კარანტინია შემოღებული“ - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.


თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურში ჯერ კიდევ არ ადასტურებენ, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის მოწმობების გაცემა შეწყდა. მათი განცხადებით, ჯერ-ჯერობით მუშაობენ ე.წ. პრემიერმინისტრის დადგენილების ფარგლებში, რომლის თანახმადაც 7 აპრილამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთში შესვლაზე შეზღუდვები წესდება.


კომენტარები:

ფართი შოპი