ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

28 Feb 2020 04:04

„პრესა.ჯი“-ს დირექტორის, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ინფორმაციას კაპანაძე Facebook-ზე ფოტოსთან ერთად ავრცელებს.


„ამ წუთას რეჟიმის ტიტუშკები დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთ-ერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება. ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონავირუსად უნდა გამოცხადებულიყო.


ივანიშვილო პირადად და პერსონალურად ხარ პასუხისმგებელი ამ ნაძირლობაზე. ნამდვილად არ უნდა შეგრჩეს და არც შეგრჩება“, - წერს კაპანაძე.


 ფოტოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი ავრცელებს.


კომენტარები:

ფართი შოპი