კორონავირუსის ტესტირებისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს

29 Feb 2020 04:37

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სად­გე­ნად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავს. 


მი­სი­ვე თქმით, თუ პა­ცი­ენტს გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა და­უ­დას­ტურ­და, შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­საც სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფო გა­ი­ღებს.


და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის და­სად­გე­ნად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავს. ამის შე­სა­ხებ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.


მი­სი­ვე თქმით, თუ პა­ცი­ენტს გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა და­უ­დას­ტურ­და, შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­საც სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფო გა­ი­ღებს.


„ყვე­ლა ხარჯს თა­ვის თავ­ზე იღებს სა­ხელ­მწი­ფო. რა ტეს­ტი­რე­ბა­საც ახლა ჩვენ ვა­კე­თებთ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოა. რა თქმა უნდა, თუ დას­ჭირ­და მკურ­ნა­ლო­ბა, ესეც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და, მე­ო­რე კი გუ­შინ ღა­მით გა­მო­უვ­ლინ­და 31 წლის ქალს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და.


კომენტარები:

ფართი შოპი