"წყალტუბოს სასტუმროში, რომლის კედელიც გუშინ ღამით ჩამოინგრა, დევნილები 2017 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობენ"- დავით ჭეიშვილი

01 Mar 2020 19:44

„სასტუმროში, რომლის კედელიც გუშინ ღამით ჩამოინგრა დევნილები 2017 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობენ“ - აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალ „მხარეს“დევნილთა სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსმა, დავით ჭეიშვილმა განუცხადა. შესაბამისად, მედიის მიერ გავრეცელებული არაოფიციალური ინფორმაცია, რომ შენობაში ასამდე ოჯახი ცხოვრობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 


„სასტუმრო „საქართველოს“ ზედა კორპუსი, რომლის კედელიც გუშინ ღამით ჩამოინგრა დახურული კორპუსია, საიდანაც 2017 წელს მოხდა დევნილების გამოყვანა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. ჩამონგრევის მომენტში, კორპუსში არავინ იმყოფებოდა,“- განგვიმარტა დავით ჭეიშვილმა, რომელიც ჩვენთან საუბრის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.


მისივე განმარტებით, ჩამონგრეული კორპუსი უკვე კერძო საკუთრებაშია და მასზე ზედამხედველობის სააგენტოს აღარ აქვს.


კომენტარები:

ფართი შოპი