წყალტუბოელმა სპორტსმენებმა ქართულ ჭიდაობაში გამართულ ჩემპონატზე სამი პირველი და ორი მეორე ადგილი დაიკავეს და გუნდური პირველობაც მოიპოვეს

01 Mar 2020 21:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები ჰყავს. 


1-ელ მარტს, ახმეტაში გამართულ ჩემპიონატზე ქართულ ჭიდაობაში პირველი ადგილები დაიკავეს - საბა გველესიანმა, ლუკა ქუთათელაძემ და ლუკა ომანაძემ, ხოლო მეორე ადგილი ათე გველესიანმა და გიორგი შვანგირაძემ.


აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე წარმოდგენილი სპორტსმენების მწვრთნელები არიან - ტარიელ გველესიანი და გურამ ზურაბიანი. სპორტსმენებმა, აღნიშნულ ჩემპიონატზე გუნდური პირველობაც მოიპოვეს.


საინფორმაციო პორტალი "მხარე" ულოცავს სპორტსმენებს გამარჯვებებს! 



ცნობისთვის ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ქალაქ ახმეტაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, რვა წონით კატეგორიაში უმცროს ჭაბუკებს შორის (2006-2008წ.წ.)








კომენტარები:

ფართი შოპი