"ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ და ისეთ სიტუაციას ვქმნით, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს"-ვლადიმერ პუტინი

02 Mar 2020 14:56

რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს და ქმნის ისეთ სიტუაციას თავდაცვაში, რომ სხვა ქვეყნებმა გულშიც რომ არ გაივლონ მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ტასის“ პროექტში „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ - განაცხადა.


„ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს, მაგრამ ვქმნით ისეთ სიტუაციას თავდაცვის სისტემაში, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს“, - განაცხადა პუტინმა.


მისივე თქმით, პირველად ისტორიაში რუსეთმა შექმნა შეიარაღების ისეთი სისტემები, რომ სხვა ქვეყნები ცდილობენ მას „დაეწიონ“. „ეს უნიკალური სიტუაციაა, აქამდე ასე არასდროს ყოფილა“, - განაცხადა პუტინმა.


კომენტარები:

ფართი შოპი