ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს არანაირი ვირუსი არ დაუდგინდა

02 Mar 2020 15:13

09.00 საათისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის 3-ს რამდენიმე დღის წინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დილას ლუგარის ცენტრიდან 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. 


რაც შეეხება დანარჩენ 8 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.


კომენტარები:

ფართი შოპი