"ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ,"- თურქეთის საგარეო მინისტრი

02 Mar 2020 15:18

ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის მიერ იდლიბში დაწყებული სამხედრო ოპერაციის - „გაზაფხულის ფარის“ - კომენტირებისას განაცხადა.


„ჩვენი ოპერაციებით: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“, „მშვიდობის წყარო“ და ახლა კი „მშვიდობის ფარით, ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ. დაე, ალაჰმა დაიცვას ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი დროშის დასაცავად იბრძვიან,“ - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.


შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ განხორციელება დაიწყო.


კომენტარები:

ფართი შოპი