"შესაძლოა, ამის თქმის უფლება არ მქონდეს, იმიტომ რომ ციხეში არ ვზივარ (ჯერ), მაგრამ საჯაროდ და პირდაპირ ვაცხადებ" - ნიკა გვარამია

02 Mar 2020 15:44

⭕️ ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა, ამის თქმის უფლება არ მქონდეს, იმიტომ რომ ციხეში არ ვზივარ (ჯერ);

⭕️ ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა სულაც არამკითხე ვარ და საერთოდ არც ვარ მოლაპარაკებების დღის წესრიგში (ეჭვი მაქვს რომ კი, მაგრამ არასდროს არ მომიკითხავს ეგ საკითხი, თუ დაიჯერებთ)

⭕️ მაგრამ, რაკი ამ საკითხზე საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, ჩემი სახელიც ხმოვანდება და პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა,

⭕️ მაგრამ, რაკი, მათ შორის, ამ საკითხის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის გადამწყვეტად ნეგატიური დათმობის შესაძლო მიზეზი გახდეს,

⭕️ მაგრამ, რაკი ეს საკითხი საზოგადოებრივად უმნიშვნელოვანესი, მაგრამ, ამავე დროს უკიდურესად პირადი და პრინციპულია ჩემთვის,

საჯაროდ და პირდაპირ ვაცხადებ:

❌ თუ უზურპატორ ივანიშვილს პოლიტიკური ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემს და გაუმარტივებს მოლაპარაკებებისას მისი ანტიხალხური და არადემოკრატიული პოზიციის გათრევას;

❌ თუ უზურპატორ ივანიშვილის ერთ მაჟორიტარს მაინც აჩუქებს;

❌ თუ ქართული ოცნების უზურპატორულ რეჟიმს ერთი დღით მაინც გაუხანგრძლივებს მმართველობას,

კატეგორიაულად არ იყოს გამოყენებული ჩემი, ნიკა გვარამიას ღიად პოლიტიკური და სამართლებრივი შინაარსის არმქონე სისხლის სამართლის საქმე ქვეყნის სისხლის მსმელ უზურპატორთან მოლაპარაკების მაგიდასთან, რაიმე იმგვარი ფორმით, რაც ზემოთ მოყვანილ საკითხებიდან რომელიმეს თეორიულად მაინც გამოიწვევს.

მესმის, რომ ბოლო წლების ჩემი პირადი ბრძოლა უზურპატორულ რეჟიმთან და მის მიერ ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი გუნდის და კომპანიის უკანონო დევნა-შევიწროება არა მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემაა და, პირველ რიგში, სწორედ ამ კუთხით არის ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, მედიის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გააზრებული. მიუხედავად ამისა, ეს ჩემი პირადი ბრძოლაცაა და ამ თვალსაზრისით ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ჩემი ციხეში უკანონოდ ყოფნა-არყოფნის საკითხი ერთად იქნეს აწონილი და გადაწყვეტილი ჩვენი სამშობლოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული საკითხის გადაწყვეტისას, და შესაძლოა, მის ხარჯზე.

წინასწარ ვუხდი მადლობას ყველას, ვინც ჩემი ინტერესების დასაცავად იბრძვის და ვინც ანგარიშს გამიწევს ჩემს თხოვნაში.

უზურპატორი წავა! თავისუფლება მოვა!


კომენტარები:

ფართი შოპი