თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

03 Mar 2020 16:41

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ ოთხი და მეტი შვილის დედებს სიტყვით მიმართვისას სამხედრო სამსახურში ქალბატონების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა.


ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მრავალშვილიან დედებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობის სიგელები, სასაჩუქრე ბარათები და ყვავილების თაიგულები გადასცა.


კომენტარები:

ფართი შოპი