ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

03 Mar 2020 18:41

ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს.


„დღეის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტესტის გავლის შემდეგ, 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა“, - აცხადებს მესრი.


კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი