"ამირან გამყრელიძე ტიპიური შევარდნაძის ჩინოვნიკი, ლოყებდაბერილად მოდუდუნე, დადის ეს დღეები ეთერეთერ ჩემს სალანძღავად"- ნიკა გვარამია

06 Mar 2020 05:00

"იტალიიდან ფრენების დახურვა არ შეიძლება? თუ ჩინეთი და ირანია მარტო დაბალი ღობე?


ამირან გამყრელიძე ტიპიური შევარდნაძის ჩინოვნიკი - რეალური შედეგის ვერმომტანი, მაგრამ ლოყებდაბერილად მოდუდუნე. დადის ეს დღეები ეთერეთერ ჩემს სალანძღავად. ახლა ეპიდსიტუაცია გაექცა, დაჯდა ეთერში და ურცხვად გვიყვება, უკვე რამდენი დაავადდა, იმის ნაცვლად, რომ მოგვიყვეს, რითი შეებრძოლა, რა გააკეთა, რას მიაღწია. გუგლის სტატისტიკით და სიმპტომატიკის ჩამონათვალით გველაპარაკება ამ წუთისთვის პრაქტიულად ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მთავარი სამსახურის ხელმძღვანელი. ფაქტების კონსტატაციისთვის ყოფილა მთელი ამხელა სამსახური, იმის ნაცვლად, რომ პრევენცია მოახდინონ, საზღვრების ჩაკეტვა და გადაადგილების შეზღუდვა მოითხოვონ.


შევარდნაძის ერის ნოსტალგიას თავისი სახელი ქვია - ამირან გამყრელიძე. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ამირანი და კორონა."


კომენტარები:

ფართი შოპი