"კორონა ვირუსით დაავადებულთა გამოჯანმრთელება დაახლოებით, ერთ კვირაში დაიწყება"- თენგიზ ცერცვაძე

08 Mar 2020 02:44

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელება, რომელთაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ, დაახლოებით, ერთ კვირაში დაიწყება.


ცერცვაძის განმარტებითვე, მსუბუქი ფორმით დაინფიცირებულ პირებს გამოსაჯანმრთელებლად საერთო ჯამში 2 კვირა ესაჭიროებათ. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ნაწილს, რომელთაც თავდაპირველად კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდათ, თითქმის, ერთი კვირა შეუსრულდათ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.


კომენტარები:

ფართი შოპი