"კორონა ვირუსის გამო, ქვეყანაში ვითარების გართულების შემთხვევაში შეჩერდეს სესხებზე ყოველთვიური შენატანები და ვადაგადაცილებები არ ჩაითვალოს დარღვევად"- მარიკა არევაძე

08 Mar 2020 03:20

ადვოკატი მარიკა არევაძე ჟურნალსიტებს მიმართავს:


"ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, იქნებ ეს საკითხიც დააყენოთ დღის წესრიგში:


თუ ქვეყანაში გაგრძელდა ვირუსის გავრცელება და პრევენციული ღობისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია), მაშინ ეს ყველაფერი მოიტანს ეკონომიკურ უკუშედეგებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მეწარმეები ვეღარ მიიღებენ შემოსავალს, ხოლო დასაქმებულები ხელფასს.


ხოდა, ამ ფონზე მაინტერესებს თუ მიდის ეროვნული ბანკის ჩართულობით მუშაობა იმ საკითხზე, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში შეჩერდეს სესხებზე ყოველთვიური შენატანები და ვადაგადაცილებები არ ჩაითვალოს დარღვევად."- წერს არევაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი