მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი შეცდომით გამოაქვეყნა

08 Mar 2020 05:27

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე საქართველოში კორონავირუსითინფიცირებულთა შესახებ არასწორი მონაცემები გამოქვეყნდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი 48-მდე გაიზარდა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საიტზე ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი, რეალურად კი საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 13 შემთხვევა.


„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მიერ გვიან ხდება შემთხვევების შეტყობინება (ეს არ ეხება საქართველოს), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალურ შეტყობინებასთან ერთად იყენებს სხვადასხვა წყაროებს ინფორმაციის შესაგროვებლად გამონაკლისის სახით. ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია იყო ინფორმაცია 39 ახალი შესაძლო შემთხვევის შესახებ, რაც ჯანმო-ს პროგრამამ გადათარგმნა როგორც 39 ახალი შემთხვევა და თარგმანში დაიკარგა სიტყვა „შესაძლო“, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჯანმოს ცენტრაულ ოფისს და ხარვეზი იქნა გამოსწორებული, ამის შესახებ ასევე ეცნობა ჯანმოს რეგიონულ დირექტორს“ - განგვიმარტეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.


კომენტარები:

ფართი შოპი