ჰქონდა თუ არა ამირან გამყრელიძეს კონტაქტი შვილთან თვითიზოლაციამდე, აპირებს თუ არა ის ტესტის გაკეთებას ახალ კორონავირუსზე

08 Mar 2020 05:35

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ხომ არ ჰქონდა ამირან გამყრელიძეს კონტაქტი შვილთან ბოლო პერიოდში. „პრაიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც გამომცემლობას განუცხადეს, რომ ამირან გამყრელიძეს არ ჰქონია შვილთან შემხებლობა, რადგან ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იყო.


„ბატონ ამირანი არ იყო კონტაქტში მასთან, ის თვითიზოლაციაში იყო“, - გვითხრა ნინო მამუკაშვილმა.


კითხვაზე აპირებს თუ არა ამირან გამყრელიძე ტესტის გაკეთებას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პრესცენტრში ასე გვიპასუხეს:


„თუ საჭირო გახდა, როგორი კანონმორჩილი ადამიანია იცით, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გაიკეთებს. ამ ეტაპზე მას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია“, - ამბობს ნინო მამუკაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი