9-დან ერთ-ერთი ინფიცირებული ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელია - ვინ არიან დანარჩენები

08 Mar 2020 05:58

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 9 შემთხვევა დაფიქსირდა. დასენიანებულთა რაოდენობამ გუშინ, 5-ით მოიმატა.


მეოთხე კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთან, კონტაქტში მყოფ  5 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ. 


ახალი კორონავირუსის 5 შემთხვევიდან, ერთი ახალდაქორწინებული წყვილია, ერთი კი იმ 44 წლის მამაკაცის შვილია, რომელიც რიგით მეოთხე პაციენტია.


ერთ-ერთი დაინფიცირებული ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ ხელმძღვანელია.


„სხვადასხვა ინტერპრეტაცია ეძლევა, გუშინ დაფიქსირებულ კორონავირუსის შემთხვევას და კიდევ ერთხელ განვმარტავ:


დაინფიცირებული პირი “გეფა“-ს ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, სხვათა შორის მაღალი რისკის ზონიდან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიაზე. იტალიიდან დაბრუნების შემდგომ მან მოახდინა თვითიზოლაცია NCDC-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციამდე ურთიერთობა ჰქონდა ადამიანთა შეზღუდულ წრესთან, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულნი არიან NCDC-ის მიერ და მათი მხრიდან ხორციელება ყველა საჭირო პროცედურა.


P.S. ამ ადამიანს არცერთ კლინიკასთან შეხება არ ქონია, სამწუხაროდ ეს ინფორმაცია ვრცელდება ის არ არის ევექსის თანამშრომელი, ეს ინფორმაციაც ასევე ვრცელდება ოფისში, სადაც მუშაობს ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. 


გახსოვდეთ რომ, კორონა ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანს ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გადააწყდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილას, გვერდი ჩაუაროს, ვერც ვერაფერს მიხვდეს და თუ მოწოდებულ რეკომენდაციებს დავიცავთ გადაცემის შანსებს მინიმუმადე დავიყვანთ!!!- წერს „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი გიორგი ნიორაძე.


კარანტინის რეჟიმში, ამჟამად 162 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 45 პიროვნება.


კომენტარები:

ფართი შოპი