გორში ავარიის შედეგად ოთხი 25 წლამდე ახალგაზრდა დაშავდა, ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

08 Mar 2020 06:28

გორში ჭალის დასახლებაში მომხდარი ავარიის შედეგად 4 პირი დაშავდა. ოთხივე მათგანი 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "გორმედში" გადაიყვანა. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.


"დაშავებულია 4 ახალგაზრდა. 20-დან 25 წლამდე ასაკის. ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. აღენიშნება თავის ტრავმა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობენ "გორმედში".


კომენტარები:

ფართი შოპი