რომიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

10 Mar 2020 03:44

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უგზავნის შეტყობინებას, რომ კონკრეტულ დღეს (თარიღი ცნობილია, თუმცა, მათივე უსაფრთხოების გამო ვერ ვაკონკრეტებთ - რედაქცია) რომიდან, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი განხორციელდება. 


უცვლელად გთავაზობთ განცხადებას: 


„გაცნობებთ, რომ სპეციალური რეისი, რომიდან თბილისის მიმართულებით, განხორციელდება... რომის ფიუმიჩინოს აეროპორტიდან. 


გთხოვთ, ყველა მგზავრს, რომელიც აღნიშნული რეისით უნდა გამოემგზავროთთბილისში... იყოთ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში. თან იქონიეთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 


პატივისცემით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში.  


ცნობისთვის, პრემიერთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსული ყველა მოქალაქე გაივლის სავალდებულო 2 კვირიან კარანტინს.


კომენტარები:

ფართი შოპი