„თუ იცნობთ გააგებინეთ“ - თბილისში ერთ-ერთ საფლავზე ბოქლომი და ცოცხალი ადამიანების ფოტოები ნახეს

10 Mar 2020 04:13

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუკ ჯგუფში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვაზისუბნის მახლობლად არსებულ სასაფლაოზე ცელოფნის პარკში გახვეული ცოცხალი ადამიანების ფოტოები, ბოქლომი და ძაფები იპოვა. 


„ეს გოგოები თუ არიან ჯგუფში ან თუ ვინმე იცნობთ გააგებინეთ. სასაფლაოზე ვიპოვე დღეს“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა სამ თებერვალსაც მოხდა. მაშინ ხუდადოვზე მოქალაქემ ქალებისა და ბავშვების ფოტოები იპოვა, რომელიც ნემსებითა და სხვადასხვა ნივთებით იყო დაზიანებული.


ამ ფოტოებზე საკუთარი თავი, ოჯახის წევრები  და კოლეგები ერთ-ერთი უწყების თანამშრომელმა ამოიცნო.


კომენტარები:

ფართი შოპი