იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა

10 Mar 2020 04:47

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 97 ადამიანი გარდაიცვალა, 1598 დაინფიცირდა, ხოლო 102 განიკურნა. აღნიშნული მონაცემები იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ გაახმოვანა.


ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით ჯამში 7985 ადამიანია დაინფიცირებული, 463 გარდაცვლილი და 724 განკურნებული.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


კომენტარები:

ფართი შოპი